მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საბერძნეთის პოლიცია ბერძნული მაფიის ლიდერის, 55 წლის, იანნის სკაფტუროსის მკვლელობისთვის ქართველ ეჭვმიტანილს ეძებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ვინაობა არ სახელდება, თუმცა პრესა წერს, რომ პოლიცია მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი ეროვნებით ქართველია.
ბერძნული მაფიის ლიდერი საკუთარ აგარაკზე ათენის ჩრდილო-დასავლეთით აღდგომის წინა დღეს მოკლეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.