სუსის თანამშრომლები პენიტენციურ დაწესებულებაში პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას კითხავენ

პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა

ამ წუთებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რუსთავის ციხეში პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვის მიზნით იმყოფებიან. 

სუსში განმარტავენ, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა იმავე საქმეზე იკითხებიან, რაზეც ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილია დაბარებული.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სუსში დაიბარეს.