1754248062
ბათუმის სკვერში მანქანა შევარდა

ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა ზებრა გადასასვლელთან ტროტუარზე ავარდა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც.
წყარო: ბათუმელები