იაპონიის კუნძულებზე ბოლო 2 კვირის განმავლობაში 900 მიწისძვრა მოხდა
1751651363
ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულ 64 წლის მამაკაცს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე.
შეგახსენებთ, ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც ატრაქციონზე ორი ბავშვი იმყოფებოდა. ერთი გარდაიცვალა, მეორე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.