არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
1786891312
ახალქალაქში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. კაცს ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან, ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით, ორი კი დანით.
36 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას სასწრაფო ოპერაცია ადგილობრივ კლინიკაში ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს.
როგორც დაჭრილის ახლობლები ამბობენ, რომ ის თანასოფლელმა, 60 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.
დაჭრილი რუსეთში ცხოვრობდა, საქართველოში, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.