7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
უკრაინაში დაღუპული 55 წლის გელა გოგია, სენაკში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი მის საკუთარ სახლში მიმდინარეობდა, სადაც მის ცხედარს მთელი დღის განმავლობაში პატივს მიაგებდნენ.
ცნობისთვის, გელა გოგიას ცხედარი სამშობლოში 3 სექტემბერს ჩამოასვენეს.
ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ, ალყაში მოხვედრისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
თეა შონია