საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დააანონსა.
მერის ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვისთვის პირველკლასელის მშობელმა უნდა წარმოადგინოს განცხადება, ბავშვის დაბადების მოწმობა და ცნობა სკოლიდან. პროგრამა შემდეგნაირად იმოქმედებს - მოზარდებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის გამოყენებას შეძლებენ კვების ობიექტებსა და მარკეტებში პროდუქტის შესაძენად.
დღიური თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს. ბარათზე მოქმედებს შეზღუდვები - შეუძლებელ იქნება მისი განაღდება ან ონლაინ გამოყენება.
პროგრამა წალენჯიხაში 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.