ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
თელავის მუნიციპალიტეტის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში, ცეცხლის ქრობა რთულ რელიეფზე, 10 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ხანძრის ქრობის პროცესში სახანძრო-სამაშველო სამსახური და მოხალისეთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი იყო ჩართული.
ცეცხლი ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. არსებული მონაცემებით, ართანაში ტყის ქვედა საფარია დამწვარი.
ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.