საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
სტიქია რაჭაში - ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ღვარცოფი ჩამოწვა. ამბროლაურის მერის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელია და ამ ეტაპზე, ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურისა და სავაჭრო ობიექტების მფლობელები გააფრთხილეს.
რამ გამოიწვია მიწის ჩამოსვლა, ჯერჯერობით, უცნობია. რაჭაში დღეს დილიდან გეოლოგებს ელოდებიან. ადგილზე უსაფრთხოებისათვის სამართალდამცველები მორიგეობენ.