სოფელ ნუკრიანში ახალი ავტოსადგომი ეწყობა

ნუკრიანი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, სოფელ ნუკრიანში ახალი ავტოსადგომი ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მოადგილე დავით დურგლიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია საპარკინგე სივრცისა და დაცვის პუნქტის მოწყობა, ასევე ტერიტორიის ლითონის კონსტრუქციით შემოღობვა.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 172 000 ლარს შეადგენს