სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ტიმოთესუბნის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრო

სამცხე

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერ მამუკა გელაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძესთან ერთად, სოფელ ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრო.

სადღესასწაულო წირვა ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა დანიელმა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

სადღესასწაულო ლოცვას ასევე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები — დავით მუმლაძე და ვახტანგ მერაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თორნიკე ხმალაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები — ბიბო პაპიძე და გელა მაღრაძე, აგრეთვე სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

✕