ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლის ცხოვრებაშიც, წლის ბოლომდე, ნამდვილი სასწაული მოხდება
1765741456
ღუდუშაურის კლინიკის IT სპეციალისტი, 25 წლის დავით პაპასკირი კორონავირუსით თბილისში გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი გასული წლის ნოემბრის თვეში დაქორწინდა.
იგი წარმოშობით ჩხოროწყუდან იყო.
„ჩემი მოსწავლე იყო. ვაი მისი დედის ბრალი... სამი თვეა დაქორწინდა... მეუღლემაც ნერვიულობისგან ნაყოფი დაკარგა... ზეადამიანი იყო... სხვანაირი...“,-გვითხრა ახლობელმა.
ახალგაზრდა მამაკაცი ერთ კვირაზე მეტხანს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.