2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა რამდენიმე ახალი კორტი, განათება, სარეკრეაციო და სპორტულ - გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.
„არაერთი თაობის ოცნება იყო, რომ ჩვენს ქალაქს თანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი ჰქონოდა. მოველით, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება. ჩვენ, ასევე შევძლებთ მაღალი დონის ტურნირებსაც ვუმასპინძლოთ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!“- განაცხადა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.