15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საკაოში, ლაგვანთაში, მაჟიეთსა და ხიდეშლებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას რჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნო.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 649 999 71 ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წლის ივლისის თვეში იგეგმება.