„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1779633716
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ცენტრალური გზა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
გზის ნაწილი უკვე გაიხსნა. ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს.
ამასთან, იმერეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა უხვმა ნალექმა.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ამოვსებული ხიდ-ბოგირების გაწმენდა, არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები.