ავარია მარნეული-თბილისის გზაზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია

მარნეული-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ კოდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

შემთხვევის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.

როგორც „პრაიმტაიმს“ აცნობეს, ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი.

საქმეზე გამოძიება, 276-ე მუხლით მიმდინარეობს.