ოზი ოსბორნი გარდაიცვალა - გამოსამშვიდობებელი კონცერტიდან მხოლოდ 2 კვირა იცოცხლა
1753208224
კურორტ ლაშიჭალაში მყოფ დამსვენებლებთან მუდმივ სატელეფონო კავშირზე ვართ, - ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზის და ხიდის აღდგენის სამუშაოები.
„ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბელის თემში დააზიანა კურორტ ლაშიჭალისკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ხიდი. ამჟამად მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზის და ხიდის აღდგენის სამუშაოები. ვვარაუდობთ, რომ ლაშიჭალისკენ მიმავალი გზა სავარაუდოდ საღამოს გაიხსნება. კურორტზე ამჟამად დაახლოებით 250 ადამიანი ისვენებს. მათ ელექტროენერგია მიეწოდებათ. მუდმივი სატელეფონო კავშირი გვაქვს მათთან“, - განაცხადა რევაზ ახვლედიანმა.