ეს ჭურჭელი იწვევს თირკმლის სიმსივნეს და აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს - გიორგი ღოღობერიძის რჩევა
1780950317
კახეთში, ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი სრულად დაიწვა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მოხდა.
ცეცხლმა იმერლიშვილების ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი სრულად გაანადგურა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელიც. სახლის მესაკუთრეებს შორის, არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ ვითარების შესწავლის შემდეგ, ოჯახისათვის დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებენ.
დღევანდელი მდგომარეობით, თელავში ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახია, რომელიც საცხოვრებელი სახლის გადასახურად საჭირო მასალას მიიღებს.