„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

wyali

 ქალაქ რუსთავში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ხრამის სათავე ნაგებობაზე  ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხრამის სათავე ნაგებონის რეზერვუარების წყლით შევსება.

ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარხენა სანაპიროებს, ასევე ჭყონდიდელის დასახლებას წყალმომარაგება დღეს, 5 ივნისს, 21:00 საათამდე ეტაპობრივად აღუდგება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.