"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29 ივლისს გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ტარდება.
ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში იმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია, მუსიკოსთა პარკი.
ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ თაფლი, ჩირი, ღვინო და სხვა პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, ფოტოგამოფენა და შეჯიბრი მეწარმეებს შორის. გამოვლინდება საუკეთესო ჩაის მფლობელი, რომელიც სიგელსა და პრიზს მიიღებს.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და წარმოდგენილი იქნება: