გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
გორში, გურამიშვილის ქუჩის გარე მოვაჭრეებმა, 4 დღიანი პაუზის შემდეგ, გარე ვაჭრობა განაახლეს. ის რამდენიმე მოვაჭრე, რომლებიც გუშინ აქციას მართავდნენ, დღეს უკვე ტროტუარზე განაგრძობენ მუშაობას. ისინი ამბობენ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და დაჯარიმების შემთხვევაშიც ვერაფერს გადაიხდიან, რადგან ფინანსური შემოსავალი არ გააჩნიათ.
გარე მოვაჭრეებთან ერთად, დგანან პარტია "გირჩის მეტი თავისუფლების" წარმომადგენლები, რომლებიც მოვაჭრეებს სამართლებრივი ბრძოლის წარმოებაში დახმარებას დაპირდნენ.