გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის გამწვანებას, ბილიკების, ბორდიურების, კაუჩუკის მოედნის, ატრაქციონების, საპარკე ავეჯის, სარწყავი სისტემისა და განათების მოწყობას.

პროექტი პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“ - ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 12 პროექტი განხორციელება დაიგეგმა.

პროგრამის „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.