სამტრედიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე?
1757776014
გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მერობის კანდიდატი ამჯერად გორის მოსახლეობას შეხვდა.
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორის ცენტრში შევხვდით მოსახლეობას.
შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრებიც ესწრებოდნენ.
ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.
ჩვენს გუნდთან და მოსახლეობასთან ერთად, შევძლებთ, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, გვქონდეს კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული და სპორტული სივრცე.
გორი იქნება კიდევ უფრო მწვანე და მიმზიდველი“, - წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.