ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის
1757536456
ჰოლანდიაში სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, პოლიციამ 46 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. ეჭვმიტანილი, რომელიც ქვეყანაში სამუშაოდ იყო ჩასული, ქალაქ ბუნსხოტენის მიგრანტთა დასახლებაში ცხოვრობდა.
ინციდენტები 15 აგვისტოს, ზაისტში მოხდა.საგამოძიებო მასალების თანახმად, დაახლოებით 12:00 საათზე, მამაკაცი ქალს ისეთ მანძილზე მიუახლოვდა, რომ შეშინებულმა დახმარებისთვის ხმამაღლა ყვირილი დაიწყო, რის გამოც ბრალდებული გაიქცა. პროკურატურამ ეს ფაქტი ძალადობრივი გაუპატიურების მცდელობად შეაფასა.
დაახლოებით საათ ნახევრის შემდეგ, 13:30 საათზე, ეჭვმიტანილი მეორე ქალს აედევნა. ის ქალს ზაისტის ტყეში გაჰყვა, სადაც მასზე სექსუალურად იძალადა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მამაკაცი ტყეში გაიქცა და გაუჩინარდა. ორივე ინციდენტში მამაკაცის აღწერილობა ერთმანეთს დაემთხვა, ასევე დადგინდა, რომ მას აღმოსავლეთევროპული აქცენტი ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ მიზანმიმართულად გაავრცელა ეჭვმიტანილის ამოსაცნობად ფოტო და ვიდეო მასალა, გამოძიება დაჩქარდა.
ეჭვმიტანილი სახლში 21 აგვისტოს დააკავეს. ის პოლიციის მიერ გავრცელებული კადრებზე, მასთან ერთად მცხოვრებმა ადამიანებმა ამოიცნეს.
ამჟამად, მამაკაცი პატიმრობაშია და არსებობს ეჭვი, რომ ის შესაძლოა ბუნსხოტენში მომხდარი მესამე ინციდენტის მონაწილეც იყოს. არსებული ინფორმაციით, ველოსიპედით მიმავალი ქალი უცხო მამაკაცის თავდასხმის ობიექტი გახდა - მან ქალს ხელი დაარტყა, თუმცა ამ უკანასკნელმა მისგან თავის დაღწევა მოახერხა. პოლიცია აცხადებს, რომ ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა გამოძიება მხოლოდ ოფიციალური საჩივრის შეტანის შემდეგ დაიწყება.
დაკავებიდან მეორე დღეს, მამაკაცი სასამართლოს წინაშე წარდგა. ამ ეტაპზე, ეჭვმიტანილი სრულად იზოლირებულია, რაც ნიშნავს, რომ მას კომუნიკაცია მხოლოდ ადვოკატთან შეუძლია.