ძლიერმა წვიმამ ბახმარო-ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა-ღორღის მასა ჩამოიტანა - რა ხდება ადგილზე

ნკ

ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ბახმარო - ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა - ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ მოსახლეობის საჭიროებებზე.

საავტომობილო გზის გაწმენდა უახლოეს საათებში დასრულდება.