გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-10 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე უძღვებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის, მუნიციპალიტეტის მერის 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს წევრებს და დამსწრე აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია გააცნო მერიის თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. აქცენტი გაკეთდა 2025 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე და ბიუჯეტის ზრდის ტენდენციებზე. შეაჯამა განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის, საბავშვო ბაღების მშენებლობის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და გამწვანების საკითხები. საუბარი შეეხო სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისათვის გაწეულ დახმარებას, ასევე, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ორგანიზებულ მრავალფეროვან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. სხდომას მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. საკრებულოს წევრების მხრიდან დადებითად შეფასდა წარმოდგენილი ანგარიში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და პროგრამები