1760073170
ცნობილი თურქი მსახიობები და მომღერლები სკანდალში გაეხვნენ - „ნარკოტიკების“ საქმეზე ახალი დეტალები

ცნობილი თურქი მსახიობები და მომღერლები სკანდალში გაეხვნენ.
სტამბოლში ჩატარებული მასობრივი სპეცოპერაციის დრო 19 ადამიანი დააკავეს.
საქმე ნარკოტიკების გამოყენებას უკავშირდება.
დაკავებულებს შორის იყვნენ თურქული შოუბისნესის ცნობილი სახეელბი: დილან პოლატი, ირემ დერიჯი, ჰადიზე და დემეთ ევგარი.
თურქული მედია წერს, რომ ყველა დაკავებული, სისხლის ნიმუშების აღების და ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს.
ნარკოტიკების გამოყენების საქმეზე გამოძიება გრძელდება.