2025 წლის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესის ფარგლებში, ხონის მერიაში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ხონი

2025 წლის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესის ფარგლებში, ხონის მერიაში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა პროცედურებსა და პროგრამის განხორციელების ვადებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს.

„სამოქალაქო ბიუჯეტირების საკითხი ხონის მერის ლადო ჯურხაძის ინიციატივით 2024 წელს საპილოტედ განხორციელდა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით 5 ინფრასტრუქტურული პროექტი - ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

2025 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის ახალი სივრცეებისა და საჭირო პროექტების განხორციელებისთვის. წინადადებების მიღება აქვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.სამოქალაქო ბიუჯეტირება მოქალაქის შესაძლებლობაა, შეცვალოს საკუთარი გარემო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.