„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანების ბუნებაზე წერს.
„ზოგადად, ორი დაბადება არსებობს: პირველი — სხეულებრივი, ამქვეყნად მოვლინების და მეორე — გაცნობიერების, როდესაც ღვთიურ ფესვებზე დგები.
რეალობისთვის თვალის გასწორება იწვევს ტრანსფორმაციას და ანგრევს ძველ სამყაროს, იმ ილუზიებს, რაშიც ვარსებობდით.
ყველაზე ძლიერი ადამიანები, ხშირად, ყველაზე მშვიდები არიან.
ქარს ვერასდროს შეცვლით, მაგრამ იალქნის მიმართულებას — ყოველთვის.
სიბრძნე იმ წამიდან იწყება, როცა ხვდები, რომ ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია.
თუ გზას ყველა ხედავს, ის გზა ახალი არ არის.
ვისაც დაცემის ეშინია, ის ვერასდროს გაიგებს, რა ხდება მწვერვალზე მაღლა.
სინათლის ფასი მხოლოდ იმან იცის, ვისაც სიბნელეში გაუვლია“, — წერს გიორგი ლობჯანიძე.