თუ დაღლილი ხარ - სცადე ეს მარტივი პოზა, რომელიც საოცრებებს ახდენს

დაღლილობა

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც გვირჩევს თუ რა უნდა ვქნათ, როცა დაღლილი ვართ:

„დაღლილი ხარ? სცადე „გაშლილი პეპელას“ პოზა!

ეს მარტივი პოზა საოცრებებს ახდენს:

ამშვიდებს ნერვულ სისტემას

აუმჯობესებს მონელებას

ხსნის დაძაბულობას წელსა და თეძოებში

გეხმარება ღრმა, გამაჯანსაღებელ ძილში

უბრალოდ დაწექი, ფეხები „პეპელას“ პოზაში მოიკეცე და მიეცი სხეულს დასვენების საშუალება“- ვკითხულობთ პოსტში.