ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ზაფხულის სიხარული ხშირად ერთი ლუკმით იწყება — ცივ, ტკბილ ნაყინს როცა ბავშვი პირველად კოვზს ან პატარა პირს წაავლებს. ნაყინი ბავშვობის შეუცვლელ მოგონებებთანაა დაკავშირებული და დღემდე რჩება მათთვის სიხარულის წყაროდ.
თუმცა, აქვე უნდა გავიგოთ, არის თუ არა სასარგებლო და როდის შეიძლება მივცეთ ბავშვს - გთავაზობთ პედიატრის რეკომენდაციას.
„ნაყინი - შეიძლება იყოს გემრიელი სიამოვნება, მაგრამ არა აუცილებელი, ან სასარგებლო საკვები.
ნაყინი შეიცავს:
- კალციუმს და ცილას, მაგრამ შაქრის შემცველობა მასში მაღალია, კონსერვანტებს, ხელოვნურ არომატებს და ხშირად ტრანსცხიმებს. ამიტომ, ნაყინი არ არის რეკომენდებული რეგულარული მიღებისთვის განსაკუთრებით პატარებში!
როდის მივცეთ?
- 2 წლის შემდეგ, იშვიათად და მცირე რაოდენობით;
- 3+ წლიდან — ბავშვის საჭმლის მონელების ფუნქცია უფრო მომწიფებულია
- კარგი ვარიანტია თვითნაკეთი ნაყინი: იოგურტით, ხილით და მცირე შაქრით
რისკები:
- გაციება/ტონზილიტი,ხშირად გამოწვეულია არა თავად ნაყინით, არამედ მისი სწრაფი მიღებით
- შაქრის ჭარბი მოხმარება→ რისკფაქტორია კარიესის განვითარებისთვის და წონაში მატებისთვის
თუ გინდათ რომ გაახაროთ პატარა,მოუმზადეთ ნაყინი სახლის პირობებში
გთავაზობთ სახლში მოსამზადებელი ნაყინის რეცეპტს ბავშვებისთვის— ბუნებრივი, უსაფრთხო და ძალიან გემრიელი
ხილის ნაყინი იოგურტით
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ბანანი (გაყინული ნაჭრებად)
- ½ ჭიქა მარწყვი ან ალუბალი (დალბობილი ან გაყინული)
- ½ ჭიქა იოგურტი (უვშაქრო)
- სურვილისამებრ: 1 ჩ/კ თაფლი (თუ ბავშვი 1 წელს გადაცილებულია
მომზადება:
1. ყველაფერი მოათავსე ბლენდერში.
2. დააბლენდერე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ჩაასხი ფორმებში ან პატარა ჭიქებში.
4. გაყინე მინიმუმ 3 საათით
შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ვანილი ან დარიჩინი არომატისთვის. მიართვით პატარას ლამაზად გაფორმებული და ასიამოვნეთ“, - წერს პედიატრი.