როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
კვერცხი-პაშოტი გახლავთ ფრანგების საყვარელი საუზმე. მზადდება ადუღებულ წყალში, უნაჭუჭოდ მოხარშული კვერცხით. ამგვარად მოხარშული კვერცხი ბევრ კერძში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
კვერცხის გულის სიმაგრე დამოკიდებულია ამაზე, თუ რამდენ ხანს გააჩერებთ ჩახლილ კვერცხს წყალში. თუ მოხარშავთ 3 წთ, გული კრემის მსგავსი იქნება. თუ 5 წუთამდე გააჩერებთ, უფრო მკვრივი, ხოლო თუ 7 წუთის მანძილზე მოხარშავთ, კვერცხი გამაგრდება.
პაშოტის მომზადება საკმაოდ მარტივია. დაგჭირდებათ წყალი, მარილი, თეთრი ძმარი, ქვაბი და კვერცხი.
მდუღარე წყალში ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ წყალს მარილი და ცოტა ძმარი. დაელოდეთ, სანამ არ შეიკვრება ცილა. ამოიღეთ დახვრეტილი ჩამჩით და გადაიტანეთ ხელსახოცზე, ან გადაავლეთ ცივი წყალი.