როგორ მოამზადოთ სწრაფი და უგემრიელესი საუზმე მორჩენილი პასკისაგან

პასკა

ცოტას თუ შესწევს ძალა ორ დღეში გაუმკლავდეს სააღდგომო პასკებსა და კულიჩებს. წარმოგიდგენთ შესანიშნავ იდეას, თუ რა უნდა გააკეთოთ გამომშრალი სააღდგომო პასკისგან, რომ უგემრიელესი საუზმე მიიღოთ.
 
შემადგენლობა:
პასკის ნატეხები
რძე/იოგურტი/არაჟანი (რომელიც გექნებათ)
დამატებითი ინგრედიენტები თქვენი გემოვნებით: კენკრა, თხილეული, კრემყველი, ჯემი, მურაბა, ნუთელა და სხვ,
საფეხურები:

გამხმარი პასკა დაჭერით ნაჭრებად, საღამოს დაასხით რძე, იოგურტი ან არაჟანი და დატოვეთ ღამით მაცივარში.
დილით გადაიტანეთ პატარა ღრმა თასში და გააფორმეთ რითიც გაგიხარდებათ:

ახალი ან გაყინული კენკრა;ჯემი;მიუსლი;ქოქოსის ფანტელები;თხილი;მარშმელოუ. ასევე, მოუხდება კრემყველიც.