რატომ ვჭამთ მაშინ, როცა არ გვშია - რას ამბობს სპეციალისტი

ღამე ჭამა

რატომ ვჭამთ მაშინ, როცა არ გვშია -   ამ თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ენდოკრინოლოგი, ნაია ლატარია საუბრობს:

„შიმშილი ჩვენი ორგანიზმის სიგნალია, რომ სწორი საკვები პროდუქტები მივიღოთ. ორგანიზმის სიჯანსაღისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ფიზიკური შიმშილი, ემოციური, ანუ ფსიქოლოგიური შიმშილისაგან უნდა გავარჩიოთ. ემოციური შიმშილი ყოველთვის ძალიან სწრაფად მოდის. ისე სწრაფად მოდის, რომ აუცილებლად, მაშინვე თუ არ შევჭამეთ, ემოციურად ჩვენი მდგომარეობა ძალიან ცუდად იქნება. ყოველთვის რაღაც სპეციფიკური საჭმლის მიმართაა მოთხოვნილება. "ოღონდ საჭმელი შევჭამო" - ეს მიდგომა არ არის. ძირითადად, როდესაც არაჯანსაღი, კონკრეტულად რომელიმე საკვები გვინდება, ძირითადად, ეს ემოციური შიმშილითაა გამოწვეული. სულ თუ არაჯანსაღი პროდუქტები გვინდება, ეს ნიშნავს, რომ არასწორი კვებითი ჩვევები გვაქვს... ფიზიკური შიმშილის დროს ჩვენი ორგანიზმი მზადაა, ნებისმიერი სახის საკვები მიიღოს. ემოციური შიმშილის დროს კონკრეტული რომელიმე პროდუქტის მიმართ გვაქვს მიდრეკილება. ეს შეიძლება იყოს ჩიფსი, ტკბილეული. ყოველთვის გაუცნობიერებელია. ისე შეიძლება დავამთავროთ მთელი შეკვრა ჩიფსი და ორცხობილა, რომ ბოლოს მივხვდეთ, რომ სულ შევჭამეთ. შესაძლოა, სინანულიც ვიგრძნოთ, რომ ამდენი შევჭამეთ და ერთგვარი ჩაკეტილი წრე იქმნება - სინანულის შედეგს კიდევ მეტი სტრესი მოჰყვება და შეიძლება, იმ მომენტში არა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ემოციური შიმშილის წინაშე დავდგეთ".

ვრცლად: