ჰანდე ერჩელის ნარკოტესტის შედეგები გამოქვეყნდა
1775673480
სააღდგომო კვერცხის შეღებვა დიასახლისების სადღესასწაულო ტრადიცია, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ კვერცხის მხიარულ, ნამდვილ საგაზაფხულო ფერებში შეღებვა ბუნებრივი საღებავითაც შეიძლება.
კურკუმი – ყვითელი კვერცხი
გაზაფხულის ნამდვილ ყვითელ ფერს მიიღებთ, თუ კურკუმის ფხვნილს გამოიყენებთ. ჩაყარეთ ერთი შეკვრა ფხვნილი ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და აურიეთ. გაციებულ ნაყენში ჩადეთ კვერცხი და ხარშეთ 10 წუთის
განმავლობაში.
წითელი კომბოსტო – ლურჯი ფერის კვერცხი
ჩაყარეთ ცხელ წყალში წვრილად დაჭერილი წითელი კომბოსტო (1,5-2 თავი კომბოსტო 0,5 ლიტრ წყალზე – იმის მიხედვთ, რამდენად ინტენსიური ფერი გსურთ მიიღოთ), ჩაასხით 5 სუფრის კოვზი ძმარი და გააჩერეთ მთელი ღამით, მიღებულ მუქი ლურჯი ფერის ნაყენში კი, მოხარშეთ კვერცხი.