14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1757793748
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე YouTube-არხ „მშობელთა კრებას“ ესტუმრა და ბავშვთა განვითარების ეტაპებზე ისაუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებით საშიშია 6 თვიდან ბავშვების პლანშეტთან შეხება.
„ექვსი თვიდან ბავშვებს აქვთ შეხება პლანშეტთან. მე რატომ ვარ პლანშეტების მტერი ამ ასაკში – ცხადია, მერე არა. ამ ასაკში ბავშვი უნდა მოძრაობდეს და თვითონ შეიგრძნოს რაღაცები დამოუკიდებლად. ახლა კი უძრავად ზის და მხოლოდ ვიზუალური, ბრჭყვიალა გამღიზიანებლები აქვს. ვიზუალური ჭკვიანი გამღიზიანებლები, ანუ ეს გამოსახულებები, ააქტიურებს ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს. მე ახლა როგორც ნეიროფსიქოლოგი ვლაპარაკობ:
ჩვენი ენა ვითარდება მარცხენა ჰემისფეროს აქტიურობის ხარჯზე. შედეგი იცით რა გვაქვს? დღეს ის შედეგი გვაქვს, რომ ბავშვები უცხო ენაზე უკეთესად ლაპარაკობენ, ვიდრე საკუთარ მშობლიურ ენაზე,“ – აღნიშნა თამარ გაგოშიძემ