14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1757793748
ნეპალში ანტიკორუფციული საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის დროს დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება სავაჭრო ცენტრებსა და სხვა შენობებში, რომლებიც არეულობის დროს დაზიანდა.
„ახლა ვპოულობთ იმ ადამიანების ცხედრებს, რომლებიც დაიღუპნენ, როდესაც სავაჭრო ცენტრებს, სახლებსა და სხვა შენობებს ცეცხლი წაუკიდეს ან თავს დაესხნენ“, – განაცხადა ჯანდაცვის უწყების პრესსპიკერმა.
სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 2 100-ს აღემატება.
არეულობის დროს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მრავალ სამთავრობო შენობას, ქვეყნის უზენაეს სასამართლოს, პარლამენტს, პოლიციის განყოფილებებს, ბიზნესობიექტებს, ასევე პოლიტიკოსების საცხოვრებელ სახლებს, მათ შორის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის.
არეულობის ფონზე პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლიმ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად ქვეყანას დროებით უხელმძღვანელებს ყოფილი მთავარი მოსამართლე სუშილა კარკი.
ახალი საპარლამენტო არჩევნები ნეპალში 5 მარტს არის დანიშნული.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები ნეპალში სოციალური მედიის აკრძალვის გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტიკორუფციულ გამოსვლებში გადაიზარდა.
საპროტესტო აქციებში ძირითადად GenZ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.