7 ნიშანი იმისა, რომ საკმარის ბოჭკოვან საკვებს არ მიირთმევთ - ეს უნდა იცოდეთ

კვება

ბოჭკო ხშირად მეორეხარისხოვან როლს თამაშობს ცილებსა და ჯანსაღ ცხიმებთან შედარებით, თუმცა ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებაა ხანგრძლივი ჯანმრთელობისთვის. 

ექიმების თქმით, არსებობს 7 ნიშანი იმისა, რომ საკმარის ბოჭკოვანას არ მიირთმევთ. ბოჭკო (უჯრედისი) არის ნახშირწყლების სახეობა, რომელსაც ორგანიზმი ბოლომდე ვერ შლის და შესანიშნავი საშუალებაა საჭმლის მონელებისთვის.  სანამ უშუალოდ სიმპტომებზე გადავიდოდეთ, ვნახოთ, რომელია ბოჭკოებით მდიდარი საკვები.

ხილი: ვაშლი, მსხალი, ჟოლო, ფორთოხალი, ბანანი.

ბოსტნეული: ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, სტაფილო, ისპანახი, ტკბილი კარტოფილი.

პარკოსნები: ოსპი, მუხუდო, სოიო, ლობიო.

1. ტვინის დაბინდვა

ენერგიის სტაბილურობის შენარჩუნების გარდა, ბოჭკოს გავლენა სისხლში შაქარზე ასევე პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს გონებრივ სიცხადეზე: „ბოჭკოთი მდიდარი საკვები ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას გლუკოზის/ნახშირწყლების შეწოვის შენელებით. თქვენს რაციონში საკმარისი ბოჭკოს გარეშე, შეიძლება განიცადოთ სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატება და ვარდნა, რამაც შეიძლება კონცენტრაციის დაქვეითება გამოიწვიოს“,- ამბობს ექიმი.

ჭამის შემდეგ ბუნდოვანი, უყურადღებო შეგრძნება (ანუ ტვინის დაბინდვა ) აბსოლუტურად შეიძლება მიუთითებდეს ბოჭკოს დაბალ მიღებაზე, მაგრამ ეს ერთადერთი ფაქტორი არ არის. აკონტროლეთ, რამდენ ბოჭკოს იღებთ და შეეცადეთ გაზარდოთ მათი მიღება რეკომენდებულ დონემდე. თუ ტვინის დაბინდვა ამ ცვლილებების შემდეგაც გრძელდება, ეს შეიძლება სხვა მიზეზზე მიუთითებდეს, როგორიცაა ძილის დარღვევა, დეჰიდრატაცია ან სამედიცინო მდგომარეობა, რომლის გამოც ექიმს უნდა მიმართოთ.

2. იშვიათად ვგრძნობ თავს სისავსის შეგრძნებით

თუ ჭამის დასრულებისას ერთი საათის შემდეგ კვლავ შიმშილის გრძნობა გაქვთ, შესაძლოა, ბოჭკოვანი ნივთიერება გაკლიათ: „ბოჭკოვანი ნივთიერებების დაშლას დრო სჭირდება, რაც საჭმლის მონელებას ანელებს, რაც უფრო დიდხანს გაგრძნობინებთ თავს დანაყრებულად“. 

რადგან ბოჭკოვანი ზრდის მოცულობას და ანელებს საჭმლის მონელების ტემპს, ის ხელს უწყობს სისავსის შეგრძნების გახანგრძლივებას ისე, როგორც ამას ვერ ახერხებენ რაფინირებული ნახშირწყლები და დაბალბოჭკოვანი საკვები. 

3. იმუნური სისტემის მგრძნობელობა

ბოჭკოვანი საკვები მხოლოდ საჭმლის მონელების გაუმჯობესებას არ ემსახურება - ის ორგანიზმის ანთების წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი დაცვაა: „როდესაც ბოჭკოვანის მიღება მცირდება, ნაწლავის ბარიერის მთლიანობა და მიკრობიომის ბალანსი ირღვევა. ეს იწვევს ქრონიკულ, დაბალი დონის ანთებას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანის გაღიზიანებით, ალერგიული რეაქციებით ან აუხსნელი მგრძნობელობით“, - ამბობს დოქტორი. 

4. ენერგიის ვარდნა კვებას შორის

თუ საკმარის ბოჭკოს არ მიირთმევთ, შესაძლოა ენერგიის შესამჩნევი ვარდნა განიცადოთ, განსაკუთრებით შუადღისას: „ბოჭკოვანი საკვები ხელს უწყობს საჭმლის მონელების შენელებას და გლუკოზის დონის სტაბილიზაციას, ამიტომ როდესაც ის გაკლიათ, ენერგიის ვარდნა ხშირი ხდება“.

ერთ-ერთმა საპილოტე კვლევამ აჩვენა, რომ საკვები ბოჭკოების დაბალი დონე კორელაციაშია ინსულინრეზისტენტობასთან, სისხლში გლუკოზის არასტაბილურობასთან და ჭამის შემდგომი დაღლილობის მაღალ რისკთან.

როგორც ამ სიაში ჩამოთვლილი მრავალი სიმპტომის შემთხვევაში, კვებებს შორის ენერგიის მინიმალურ ვარდნას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა,ექიმის თქმით, ბოჭკოების დეფიციტს აშკარა ნიშანი აქვს: ვარდნა ხდება რაფინირებული ნახშირწყლების, (მაგალითად, თეთრი პურის ან შაქრიანი საჭმლის) მიღებიდან ერთი ან ორი საათის შემდეგ და ერთდროულად გრძნობთ როგორც შიმშილს, ასევე მოდუნებას.

5. ყაბზობა

ყაბზობა ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანია იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი შესაძლოა საკმარის ბოჭკოს არ იღებს: „ადამიანებს, რომლებიც საკმარის ბოჭკოს არ იღებენ, უფრო მეტად აქვთ ყაბზობის სიმპტომები“.

მიუხედავად იმისა, რომ ძნელია იმის გარკვევა, რისგან არის გამოწვეული ყაბზობა, გარკვეულმა ნიშნებმა შეიძლება გაზარდოს ალბათობა, ამბობს ექიმი: „პირველი, რაც რეკომენდებულია, როდესაც ადამიანს ყაბზობა აქვს, არის ბოჭკოების მიღების გაზრდა. თუ ყაბზობა არ გაუმჯობესდება ბოჭკოების საკმარისი მიღების შემდეგ, მიმართეთ ექიმს“.

6. უსიამოვნო სუნი პირიდან

სამწუხაროდ, უსიამოვნო სუნის ყველა შემთხვევის გამოსწორება მხოლოდ მეტი ბოსტნეულის მიღებით შეუძლებელია. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ბოჭკოვანასთან დაკავშირებული უსიამოვნო სუნი, როგორც წესი, საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ცვლილებებთან ერთად ვლინდება, როგორიცაა ყაბზობა ან შებერილობა. ეს კავშირი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ როდის შეიძლება ბოჭკოვანის მიღება იყოს პრობლემის გადაჭრის ნაწილი.

7. მაღალი ქოლესტერინი

ბოჭკოვანი ნივთიერებების ნაკლებობის კიდევ ერთი ნაკლებად აშკარა ნიშანია მისი გავლენა ქოლესტერინის დონეზე და გულის ჯანმრთელობაზე: „უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ბოჭკოვანი ნივთიერებების არასაკმარისმა მიღებამ შეიძლება ქოლესტერინის მაღალი დონე გამოიწვიოს“. 

„თუ ადამიანს აქვს მომატებული ქოლესტერინი და მისი რაციონი მდიდარია ნაჯერი ცხიმების შემცველი საკვებით, როგორიცაა წითელი ხორცი, თევზი, ქათამი, კარაქი, ქოქოსის ზეთი, კვერცხი და ა.შ., და ღარიბია ბოჭკოვანით მდიდარი მცენარეული საკვებით, მაშინ მაღალი ქოლესტერინი, სავარაუდოდ, რაციონში ბოჭკოების ნაკლებობით არის გამოწვეული“, - ამბობს ექიმი.

ბოჭკოების მიღების გასაზრდელად, ექიმი გვირჩევს მეტი საკვების მიღებას, როგორიცაა ლობიო, ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, თხილი და თესლი.