„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
ყველამ ვიცით, რომ ადამიანს ტვინის ორი ნახევარსფერო აქვს: მარცხენა და მარჯვენა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მათ ფუნქციონირება სხვადასხვა გზით შეუძლიათ. ფსიქობიოლოგმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა როჯერ სპერიმ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ნახევარსფერო დომინანტურია. მისი კვლევის საფუძველზე მრავალი ტესტი შეიქმნა, რომელსაც შეუძლია ჩვენი აზროვნების პროცესი განსაზღვროს. იმის დასადგენად, თუ ტვინის რომელი ნახევარსფერო დომინირებს თქვენთან, მარტივ ტესტს გთავაზობთ. თქვენი ამოცანაა, ფოტოს შეხედოთ და განსაზღვროთ, რომელ ცხოველს დაინახავთ პირველად - ხეზე ჩამოკიდებულ მაიმუნს თუ ვეფხვის თავს:
თუ ფოტოზე მაიმუნი დაინახეთ:
თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უფრო აქტიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით კრეატიული ადამიანი ხართ და ინოვაციური იდეები გაქვთ. როდესაც პრობლემის წინაშე დგახართ, ჯერ ინტუიციას ეყრდნობით, შემდეგ კი - კრიტიკულ აზროვნებას. მეოცნებე ხართ, თუმცა, შესაძლოა, ხანდახან საკუთარ ოცნებაში ჩაიკარგოთ. მნიშვნელოვანია, არ დაივიწყოთ რეალობა და ყურადღება თქვენ გარშემო არსებულ სამყაროს მიაქციოთ.
თქვენი პიროვნული თვისებებია: იმპულსურობა, ემოციურობა, ყველა სახის შემოქმედების სიყვარული, ინტუიციურობა. ეს თვისებები ხშირად სპონტანური საქმეებისკენ გიბიძგებთ. იცით, როგორ მიუდგეთ საკითხებს არასტანდარტული გზით. ხშირად თქვენი გადაწყვეტილებები გრძნობებს ეფუძნება და არა ლოგიკას. გარდა ამისა, არ მოგწონთ დადგენილი წესებისა და შაბლონების დაცვა. დიდი ალბათობით, გაქვთ მუსიკალური ან მხატვრული ნიჭი, ან კიდევ შესაძლოა, ხელოვნების სხვა სფეროების მიმართ ხართ მიდრეკილნი. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება გიყვართ, ძალიან ხშირად თქვენს ოცნებებს მიზნებად აქცევთ და ძალისხმევას არ იშურებთ, რომ ეს მიზნები აისრულოთ. წარმატება გარანტირებული გაქვთ, თუ თქვენ იმპულსურობას გამარჯვების უფლებას არ მისცემთ.
თუ ფოტოზე ვეფხვი დაინახეთ:
თქვენი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უფრო აქტიურია, ვიდრე მარჯვენა. ხართ ანალიტიკური, ძალიან მიზანდასახული და ორგანიზებული ადამიანი. როდესაც პრობლემის წინაშე დადგებით, მაშინვე ლოგიკას ჩართავთ, საოცრად წინდახედული და ობიექტური ხართ. თუმცა, ხშირად რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებთ და ეს ყოველთვის დადებითად არ მოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე. ამიტომ, ზოგჯერ მნიშვნელოვანია, რომ საყვარელი ადამიანების აზრსაც მოუსმინოთ, ხოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენზე იქნება დამოკიდებული. გიყვართ, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ხშირად გაწერილი გაქვთ კონკრეტული განრიგი, რომელსაც უპირობოდ მიჰყვებით. მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები გაქვთ და ზუსტად იცით, როგორ უნდა მიაღწიოთ თითოეულს. თქვენს ცხოვრებაში გაურკვევლობის ადგილი არ არის. რეალისტი ხართ და ყველაფერს რაციონალურად უდგებით.
ფანტაზიორობა არ გიყვართ და თქვენი მიზნები რაც არ უნდა მიუღწევლად ჩანდეს სხვა ადამიანებისათვის, თქვენ საუკეთესოდ იცით, როგორ აქციოთ ისინი რეალობად.