ავარია საბურთალოზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1754513441
მმართველი გუნდის წევრი ზურა რურუა, შვედეთის საელჩოს წერილს აფასებს, რომელიც „ქრონიკის“ პასუხად გამოიგზავნა. მისი თქმით, წერილი მკაფიო პოზიციას არ ასახავს და მიანიშნებს გარკვეული ძალების მხრიდან სურვილზე, რომ შვედეთის პრემიერის მიერ უკრაინისადმი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ საქართველოზეც გავრცელდება.
„მათი მხრიდან ორაზროვანი პასუხი მოდის, რაც ნამდვილად გაურკვეველია. კონკრეტულად გვითხრას, კონკრეტული პასუხი გასცეს საქართველოს მოსახლეობას თუ რას მოითხოვს შვედეთის სახელმწიფო საქართველოსგან. არის თუ არა ეს ევროკავშირში გაწევრიანების პირობა, რომ ლგბტ პირების უფლებები იყოს მაღალ დონეზე აყვანილი და ერთნაირსქესიანთა ქორწინება იყოს დაკანონებული ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს რურუა.
რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, „ქრონიკამ“, დასმულ კითხვაზე, ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, მოითხოვს თუ არა შვედეთი საქართველოშიც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას, შვედეთის საელჩოსგან ბუნდოვანი პასუხი მიიღო.