ილონ მასკი: თუ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ვერ გაიმარჯვებს, გერმანია განადგურდება
1757156648
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კვლავ ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, პუტინს არ ესმის და არ სცემს პატივს არაფერს, რაც ძალით არ არის გამყარებული.
„ეს საკმაოდ ხანგრძლივი ომია, რომელიც უნდა შეჩერდეს ზეწოლით. ზეწოლა საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია ევროპელებთან ურთიერთობის მხრივ. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამ დრომდე აგრძელებს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას. ეს უსამართლობაა. ამიტომ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსეთისგან ნებისმიერი ენერგორესურსების შეძენაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე. ზელენსკის თქმით, „პუტინი ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე დებს ფსონს, თუმცა თეთრ სახლს უდიდესი ძალაუფლება აქვს“.
„ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ტრამპი ამას იზამს, ზეწოლას მოახდენს პუტინზე. ეს არის ერთადერთი გზა მკვლელის შესაჩერებლად. მას უნდა წავართვათ იარაღი, ენერგეტიკა – ეს არის მისი იარაღი“, – განაცხადა ზელენსკიმ.