„ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ. არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას" - ქართველი ქირურგი
1775496157
ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ერმეკ კოშერბაევი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ერმეკ კოშერბაევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან.