ვულოცავ ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას, საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა, განაგრძოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავს.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა, განაგრძოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

„გულითადად ვულოცავ ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა, განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო XIV ეწოდება.