ვოლსკი: ხაბეიშვილი ხედავს, რომ ჩამორჩა მათ ვინც პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან. აღარც კეზერაშვილს ახსოვს. გადაწყვიტა, რომ თავი გამოიჩინოს. უბედურება იმაშია, რომ ხაბეიშვილის წყალი გადაესხა ყველაფერს ოპოზიციურ სპექტრში

გიორგი ვოლსკი

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში დაძაბულობის ტემპერატურა იმატებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ.

„ნაციონალური მოძრაობაში“ კი ამავე პარტიის წევრები ლევან ხაბეიშვილს ბრძოლის სტრატეგიას უწუნებენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპონენტები ირჩევენ არა დემოკრატიას, არამედ სურთ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

„ხაბეიშვილი ხედავს, რომ ჩამორჩა ამ გოგონებსაც და ბიჭებსაც, რომლებიც აი, ამ პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან. აღარც კეზერაშვილს ახსოვს და გადაწყვიტა, რომ თავი გამოიჩინოს გარკვეული მიმართულებით საკუთარი პოზიციის, საკუთარი ნიშის მოძებნით. ეს აშკარაა. ამას არ სჭირდება დიდი საზრიანობა, რომ დავინახოთ, სად არის ლევან ხაბეიშვილი და საერთოდ რას წარმოადგენს. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ლევან ხაბეიშვილის წყალი გადაესხა ყველაფერს ოპოზიციურ სპექტრში და ჩამოყალიბდა ასეთი დიდი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სადაც ექსტრემიზმი არის წახალისებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.