ვლადიმერ ბოჟაძე: ეს მეგობრული აქტი კი არა მტრული აქტია საქართველოს მიმართ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილები და ნებისმიერ დროს მზად ვართ აშშ-სთან ხელახლა დავიწყოთ ურთიერთობები

ბოჟაძე

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ღია წერილი, მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის განცხადება მეგობარ აქტთან დაკავშირებით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით ქართული მხარე მზადაა ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს აშშ-სთან იმ სტრატეგიულ ნიშნულს, რაც იყო წლები ორ ქვეყანას შორის.

„თქვენ იცით, რომ ეს მეგობრული აქტი კი არა მტრული აქტია საქართველოს მიმართ. თქვენ ნახეთ როგორ სიამოვნებით და სიხარულით შეხვდნენ ამ აქტს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილები და ნებისმიერ დროს მზად ვართ ხელახლა დავიწყოთ ურთიერთობები და დავუბრუნდეთ იმ მაღალ სტრატეგიული ნიშნულს, რომელიც მანამდე, წლების განმავლობაში გვქონდა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.