იმედია, ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო მოგონებებს დავუტოვებთ და აქ კიდევ დავბრუნდებით - ხავიერ სავიოლა

ხავიერ სავიოლა

დღეს "დინამო არენაზე" საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ლეგენდები "ბარსელონას" ლეგენდებს უმასპინძლებენ. ვეტერანთა ამხანაგური შეხვედრა, 19:00 საათზე დაიწყება. ეს იქნება "ლეგენდების სერიის" მორიგი მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

მატჩამდე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც არგენტინელი ვეტერანი ფეხბურთელმა, ხავიერ სავიოლამ ისაუბრა:

"ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა დიდი პატივია. განსაკუთრებით, გულთბილი დახვედრა გამიხარდა, რადგან ფეხბურთში მოედანს მიღმა ურთიერთობებიც მნიშვნელოვანია. იმედია, ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო მოგონებებს დავუტოვებთ და აქ კიდევ დავბრუნდებით," - აღნიშნა ხავიერ სავიოლამ.