ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
ჩემი პირადი ვალდებულება არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, ყველასთან და არა მხოლოდ მათთან. რეგიონში ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს ელჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა.
„ჩემი პოზიცია არის მარტივი, ერთმნიშვნელოვანი, აქ არავითარი სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს - ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად მიუღებელია, ვისურვებდი რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით. მე ასე მიმაჩნია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
1745695869