ვინ ჩაერთვება საარჩევნო მარათონში - თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაციის ვადა 17 ივლისამდეა

ცესკო

თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება - ვინ ჩაერთვება საარჩევნო მარათონში ზუსტად 2 კვირაში გახდება ცნობილი.

მათ, ვისაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ, რიგითი ნომრების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 17 ივლისამდე აქვთ.