ჩერნობილის ნაკრძალიდან იშვიათი სახეობის კვიცის ფოტო გავრცელდა
1749281580
საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს.
დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. ვაშაძეს 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რის გარანტიადაც მან ქონება ჩადო.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიმდინარე პროცესის მთავარი მიზანი მათი გაჩერებაა.
"მიზანი არის ჩვენი გაჩერება. ჩვენ არ გავჩერდებით, ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე. ვერანაირი სასამართლო განხილვა ჩვენზე ვერ იმოქმედებს იმიტომ, რომ ჩვენს უკან დგას ხალხი, ჩვენი სამშობლო სიყვარული სამშობლოსთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.