უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა - ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ერთ საათში უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვედრის ცერემონია გაიმართება.

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

ირაკლი კობახიძე დაესწრება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომას. გაფორმდება შეთანხმებები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მანამდე, პირისპირ შეხვედრებს მართავენ მთავრობის წევრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა.

"საქართველოსა და უნგრეთს შორის არის ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ დიალოგს, მინისტრების მონაწილეობით. დღეს, უნგრეთი მასპინძლობს საქართველოსა და უნგრეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ამ ფორმატს.

უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება. რა თქმა უნდა, ეს ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს, ერთად ვიმსჯელოთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებაზე, სხვადასხვა სექტორში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილი.